დაღესტანში ტერაქტი აღკვეთეს

დაღესტანში ტერაქტი აღკვეთეს

დაღესტანის ფედერალურმა სამსახურმა ხასავიურტის რაიონის კურუშ–სულაკის სარკინიგზო ხაზზე თვითნაკეთი ბომბი აღმოაჩინა.

ბომბის სიმძალვრე 3 კილოგრამი ტროტილის ექვივალენტი გახლდათ.

ბომბი სოფელ გისუვცთან ახლოს იყო დამონტაჟებული და რკინის ფორმის გრძელ მილს წარმოადგენდა.

 დაღესტანის ფედერალურმა სამსახურის განცხადებით , ინფორმაცია მათ ტელეფონის საშუალებით,უცნობმა პირმა მიაწოდა.ამჯამად მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.

ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით დაიძაბა სიტუაცია ჩრდილოეთ კავკასიაში და განსაკუთრებით, დაღესტანში.მართალია,ფედერალური სამსახურის ინფორმაციით,ისინი მიზანმიმართულად ახდენენ რესპუბლიკის ბანდფორმირებებისგან გაწმენდას, თუმცა ცალკეული ტერაქტების აღკვეთა ,მაინც ვერ ხერხდება.