მხოლოდ “ქრისტინა-დემოკრატთა კავშირს“ და მხოლოდ ანგელა მერკელს შეუძლია გერმანია უდანაკარგოდ გამოიყვანოს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიდან. ეს გადაწყვეტილება მიიღო ჰანოვერში გამართულმა პარტიის ყრილობამ,რომელმაც მეშვიდედ აირჩია ანგელა მერკელი თავმჯდომარედ.
„მთავრობა ქდკ–სხელმძღვანელობით გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მთვრობა გაერთიანებული გერმანიის ისტორიაში.სწორედ ჩვენ შევძელით შეგვენარჩუნებინა ყველაზე მაღალი პროცენტი დასაქმებულთა მხრივ და უმუშევრობის ყველაზე დაბალი პროცენტი ევროპაში. ჩვენ მილიონობით ოჯახს სამუშაოს და ხვალინდელი დღის იმედს ვპირდებით“,-განაცხადა მერკელმა .
საპარლამენტო არჩევნები გერმანიაში 2013 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი.