საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, პავლე კუბლაშვილის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეს, გიგა ახვლედიანს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან ნათლი-მირონი აკავშირებს.
ამის შესახებ დღვანდელ პლენარულ სხხდომაზე, კუბლაშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც უმრავლესობამ კატეგორიულად უარყო ოპოზიციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია, რომ თვითრამრთველობებზე ზეწოლას გიგა ახვლედიანი ახორციელებს. სხდომაზე ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ გიგა ახვლედიანის მიმართ, ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავას მხრიდან ანგარიშსწორებას აქვს ადგილი, რის გამოც, უმცირესობა მის მიმართ საწინააღმდეგ კამპანიას ეწევა.
ჩიქოვანს კუბლაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უმრავლესობის განცხადებების მას ესმის, რადგან ახვლედიანს ნათლი-მირონობა ალასანიასთან აკავშირებს.
„თქვენი აქტიურობა მესმის, რადგან ახვლედიანს ალასანიასთან ნათლი-მირონი აკავშირებს. სჯობს, თვითმართველობებზე ზეწოლოა შეწყდეს და ეს ფაქტები თქვენი მხრიდან წახალისებული არ იქნეს“, - მიმართა უმრავლესობას კუბლაშვილმა.