ბიზნესმენ დავით ბეგიაშვილის ადვოკატის გაგი მოსიაშვილის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე, სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა იმასთან დაკავშირებით, რომ დავით ბეგიაშვილის საქმეში არ არსებობს დანაშაულის ნიშნები, რის საფუძველზეც საქმის წარმოება შეწყდა.
„სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბეგიშვილის მიმართ გაუქმდა ძებნა, ასევე ყადაღა მოეხსნა მის კუთვნილ ქონებას. ამდენად, დავით ბეგიაშვილს 2-3 დღეში შეუძლია, ქვეყანაში დაბრუნდეს“, - განაცხადა მოსიაშვილმა.
ადვოკატმა აღნშნა, რომ სასამართლოს განჩინება, რომელიც დაუყონებლივ შედის ძალაში, საზღვრის დაცვის დეპარტმენტს გადაეგზავნება, რათა მას ჰქონდეს ინფორმაცია, რომ ბეგიშვილზე ძებნა მოხსნილია.
ცნობისთვის, შვეიცარიაში დევნილობაში მყოფ ბიზნესმენს ბრალი სსკ-ის 180 მუხლის 2 და 3 ნაწილით ედებოდა.