საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გოგა ხაჩიძე საკუთარი სახლის ჩხრეკის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს თავად მიაწვდის.
ამის შესახებ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, უმცირესობის წევრმა გოკა გაბაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ხაჩიძის სახლის ჩხრეკასთან დაკავშირებით, სამართალდამცავებს წინასწარ არანაირი უფლება არ აუღიათ.
„დღეს, ხაჩიძე თქვენს კაბინეტში მოვა და დაწვრილებით მოგიყვებათ - მის სახლში თუ რა მოხდა და როგორ ხორციელდებოდა ჩხრეკა. ფაქტია, რომ ქვეყანაში, პოლიტიკურ დაკავებებს აქვს ადგილი და პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ის ოპოზიცისგან რიტოირიკის შეცვლას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროკურატურაში იდგება რიგები. გავიგეთ, რომ არ მოგწონვართ, მაგრამ სჯობს, უკან სვლას შეწყვიტოთ“, - მიმართა უმრავლესობას გაბაშვილმა.