საპარლამენტო უმცირესობა რიტორიკის შეცვლას უმრავლესობის პოლიტიკური გემოვნების შესაბამისად არ აპირებს, რადგან ეს საქართველოსთვის საზიანოა.
ამის შესახებ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, უმცირესობის წევრმა მარიამ საჯაიამ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ხალხმა მხარი დაუჭირა არა საოცნებო დაპირებების გამო, არამედ სამართლიანობის აღდგენისთვის.
„ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ არ აპირებთ დაპირებების შესრულებას? თქვენთვის არასასურველი რიტორიკისთვის ხდება ნარკოტიკების ჩადება, დაჭერები და ა.შ. იგორ გიორგაძეს ღირსების ორდენიც ხომ არ მივანიჭოთ? სანახაობები, რომელიც იდგმება არასპროფესიონალიზმის მაგალითია. რიტორიკის შეცვლას, თქვენი სურვილის შესაბამისად არ ვაპირებთ, რადგან ეს ქვეყანას დააზარალებს“, - დასძინა მან.
საჯაიას უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უმცირესობა რიტორიკას რევანშისთის ამზადებს.