რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ბრიუსელში, ნატო-რუსეთის საბჭოს თათბირის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს ისტორიულად და კულტურულად ბევრი რამ აკავშირებთ, თუმცა აღნიშნა, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლების ასეთი რიტორიკა, მაინც და მაინც არ შეესაბამება წინაპირობების გარეშე ურთიერთობების განახლებას.
„ჩვენი პარტნიორები ამბობენ, რომ სუვერენული ქვეყნის უფლებაა, აირჩიოს რომელ ალიანსში სურს გაწევრიანება, რთულია, ამაში შეეკამათო, ამის წინააღმდეგი არავინაა, ჩვენ სხვა რამეზე ვსაუბრობთ. როგორ უნდა ვიაროთ ახალ საუკუნეში იმ გზით, რომელიც ჩაიწერა „ჰელსინკის აქტში“? მათ შორის ნატო-რუსეთის კომისიის დოკუმენტებშიც? საქართველოს ახალმა მთავრობამ რამდენჯერმე საჯაროდ თქვა, რომ ურთიერთობის ნორმალიზებაა სურს, კონკრეტულად რას გვთავაზობენ? ამავდროულად, ჩვენი ქართველი მეზობლები სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიებად განიხილავენ, ასეთი რიტორიკა კი უპირობო დიალოგის დაწყებას ხელს ვერ შეუწყობს“,- განაცხადა სერგეი ლავროვმა.