პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მზად არის, დეპუტატ გოგა ხაჩიძის კუთვნილი სახლის ჩხრეკის ფაქტზე უმცირესობას შეხვდეს.
ამის შესახებ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, უსუფაშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ოპოზიციამ ფაქტზე სპიკერს რეაგირება მოსთხოვა.
უსუფაშვილის განცხადებით, თუ დეპუტატის უფლებები შეილახა, სჯობს, მას უმცირესობამ შესაბამისი მასალები მიაწოდოს.
„გაკვირვებული ვინ რითი ვართ ვართ, ეს ჩვენ გვკითხეთ. სჯობს, ემოციები შევაჩროთ. ჩვენც ბევრი რამით ვართ გაოცებულები. კანონზე, რომ ვისაუბროთ - თუ პარლამენტის წევრის კანონიერი უფლებები შეილახა, მომართეთ და მომაწოდეთ შესაბამისი მასალა. მივიღებთ ყველა საჭირო ზომას თუ დეპუტატის მიმართ კანონია დარღვეული. თითოეული თქვენი ღირსების დაცვას კი, მე ნუ დამაკისრებთ. მზად ვარ სხდომის დასრულებისთანავე შეგხვდეთ და მივიღოთ ყველა ზომა თუ ვინმეს კანონიერი უფლება დაირღვა“, - დასძინა სპიკერმა.