უმცირესობა უსუფაშვილს ხაჩიძის სახლის ჩხრეკის ფაქტზე რეაგირებას სთხოვს

უმცირესობა უსუფაშვილს ხაჩიძის სახლის ჩხრეკის ფაქტზე რეაგირებას სთხოვს

საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს მოუწოდებს გოგა ხაჩიძის, როგორც დეპუტატის უფლებები დაიცვას და გაარკვიოს -  ხაჩიძის მშობლების სახლის ჩხრეკა  თუ ვისი ბრძანებით განხორციელდა.

როგორც პლენარულ სხდომაზე უმცირესობის წევრმა, გიორგი ღვინიაშვილმა განაცხადა, ხაჩიძის მოხუცებული მშობლების სახლში ჩხრეკა უკანონოდ ჩატარდა და პარლამენტის თავმჯდომარის ღირსების საკითხია, რომ ამ საკითხით დაინტერესდეს და გაირკვას ჩხრეკის მიზეზები.

სხდომაზე ღვინიშვილი მიერ დასმულ საკითხზე საუბარი უმცირესობის კიდევ ერთმა წევრმა,  ლევან ბეჟაშვილმა გააგრძელა და განაცხადა, რომ ხაჩიძეების სახლში პრაქტიკულად სპეცოპერაცია ჩატარდა და ამ ფაქტზე,  არანაირი რეგაირება არ მომხდარა.

მისი განმარტებით, კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის წევრი ბინის ჩხრეკა პარლამენტის თანხმობით გარეშე, ვერ მოხდება.

„პარლამენტის თავმჯდომარის ვალდებულებაა, რომ  ზომები მიიღოს და დეპუტატის მიმართ უკანონო ქმედებების განხორციელება არ დაუშვას. გთხოვთ, რომ დღევანდელი სხდომა გამოიყენოთ, ეს საკითხი შეისწავლოთ და გამოარკვიოთ  ჩხრეკა  ვისი ბრძანების საფუძველზე მოხდა. მოიწვიეთ შესაბამის პირები და ეს საკითხი გაარკვიეთ“, - მიმართა ბეჟაშვილმა უსუფაშვილს.