ადამიანის უფლებადამცველები პარლამენტს მოუწოდებენ პოლიტდევნილებთან და პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, დადგენილების პროექტი დაამტკიცოს.
პარლამენტში დღეს ყველაზე მთავარი საკითხი პოლიტდევნილთა და პოლიტპატიმართა დადგენილების პროექტია, რომელსაც კენჭი სწორედ უნდა ეყაროს.
საკითხთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ორგანოში უფლებადამცველები უკვე მივიდნენ.
კერძოდ, პარლამენტში იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების გარდა, რომლებიც უშუალოდ ამ საკითხებზე მუშაობდნენ, საკანონმდებლო ორგანოში ასევე იმყოფებიან დავით ლილუაშვილი და ირმა ინაშვილი და იმ პირთა ოჯახის წევრებიც, რომლებსაც პოლიტპატიმრის სტატუსი უნდა მიენიჭოს.
აღნიშნულმა პირებმა დღეს, ამ მოთხოვნით, პარლამენტის შენობის წინ, ფორმლაური აქციაც გამართეს.