საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადების საპასუხოდ, განაცხადა, რომ უმჯობესი იქნება, თუ საქართველოს მთავრობის მიერ, გაცხდებულ პოზიტიურ სიგნალებს, კრემლი შემხვედრი ნაბიჯებით უპასუხებს.
შესაბამისად, ალასანია რუსეთის ხელისუფლებას რიტორიკის შეცვლისკენ მოუწოდებს. „ვისურვებდი, რომ კრემლი თავისი რიტორიკით, თავისი ნაბიჯებითაც ბევრად უფრო შემხვედრი იყოს საქართველოს ახალი ხელისუფლების პოზიტიურ სიგნალებზე და კონკრეტულად ვიტყვი, იგივე ჩვენი პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგნელი, რომელიც დაინიშნა, ეს არის ის სიგნალი, რომელზეც ნორმალური სახელმწიფო ნორმალურ პასუხს უნდა იძლეოდეს. თუმცა, ჩვენ არა გვაქვს იმის ილუზია, რომ რუსეთთან ურთიერთობა მალე მოგვარდება. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ საქართველო ყოველთვის იყოს პოზიტიური, იყოს სიმართლის მხარეზე და ეს არის საგარეო პოლიტიკური ამოცანაც“,- განაცხადა ალასანიამ.