შესაძლოა, პარლამენტს კომიტეტებთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოები აღდგეს.
შესაბამისი ცვლილება - რეგლამენტში შედის, რომლის ავტორი უმრავლესობის წევრი ზურაბ ტყემალაძეა.
ცვლილებების თანახმად, რეგლამენტს ახალი მუხლი ემატება, რომლის საფუძველზეც საპარლამენტო კომიტეტებს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოების შექმნის უფლება ეძლევათ.
რაც შეხება სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოების დაკომპლექტების წესს, ჯგუფში შესაბამისი დარგის კომპეტენტური, სათანადო გამოცდილების მქონე, მოწვეული ექსპერტ-კონსულტანტებისაგან კომპლექტდება და მის შემადგენლობას კომიტეტის თავმჯდომარე ნიშნავს.