ალასანია: რასმუსენის განცხადებამ კიდევ ერთხელ, დაარწმუნა მთელი მსოფლიო, რომ საქართველო წინ მიდის

ალასანია: რასმუსენის განცხადებამ კიდევ ერთხელ, დაარწმუნა მთელი მსოფლიო, რომ საქართველო წინ მიდის

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადებით,  ნატო-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადება ადასტურებს,  რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება მკვეთრად პროდასავლურია.

„რასმუსენის განცხადება არის განცხადება, რომელმაც კიდევ ერთხელ დაარწმუნა მთელი მსოფლიო, რომ საქართველო მიდის წინ. საქართველოს ხელისუფლება არის მკვეთრად პროდასავლური და ჩვენი ამოცანა არის ნატო-ში სრული ინტეგრაცია. რასაც ჩვენ ვაკეთებთ ავღანეთში,  რა რეფორმებიც იგეგმება საქართველოში, ეს იქნება უსწრაფესი გზა ევროატლანტიკურ სივრცეში ჩვენი ადგილის მოპოვებისა“, - განაცხადა ალასანიამ.  

ცნობისთვის, ნატოს გენერალური მდივანის, ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, საპარლამენტო არჩევნებით საქართველომ მნიშვნელოვანი გამოცდა ჩააბარა. „ჩვენ ახლა ველით ახალი მთავრობისა და პრეზიდენტის მშვიდ თანაცხოვრებას. მოუთმენლად ველით 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს და ვიმედოვნებთ, რომ ისიც დემოკრატიულად ჩატარდება“, - განაცხადა რასმუსენმა.