ევროპის საბჭოს კომისრის მიმართვა,  ბიძინა ივანიშვილს

ევროპის საბჭოს კომისრის მიმართვა, ბიძინა ივანიშვილს

"საქართველოს ხელისუფლებამ ყურადღება უნდა მიაქციოს საჯარო მოხელეების მიერ, პატიმართა და სხვა დაკავებულ პირთა მიმართ, არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით არსებულ შეშთოთებას და გადადგას ქმედითი ნაბიჯები  ანგარიშვალდებულების სისტემის გამოსასწორებლად. საჭიროა მუდმივი სიფრთხილე იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას, წამების აბსოლუტური აღკვეთის ეფექტურობა.  მე ვგეგმავ,  ამ საკითხებზე ფოკუსირებას ხელისუფლების წარმომადგენლებთან დიალოგისა და საქართველოში ჩემი მომავალი ვიზიტის დროს“, - ეს განცხადება ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა ნილს მუიჟნიეკსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მისამართით დაწერილ განცხადებაში გამოაქვეყნა.

ევროსაჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში  აღნიშნულია, რომ ძალადობაში  მონაწილე პირდაპირ მონაწილეთა გარდა,  უნდა დადგეს იმ პირთა პასუხიმგებლობის საკითხი,  რომლებმაც გასცეს ბრძანებები ან რომლებიც ინფორმირებულნი იყვნენ ძალადობის შესახებ.

გამოყენებული უნდა იქნას დანაშაულის სიმძიმის პრიორიტეტული სასჯელი, მაგრამ სასამართლო არ უნდა იყოს შერჩევითი.

„გამოძიება და მმართლმსაჯულების პროცესები უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის უფლებების სტანდარტებს,  რათა დაცული იქნას კანონის უზენაესობაზე პასუხიმგებელი ინსტიტუტეტის ერთიანობა და სანდოობა“,- ნათქვამია განცხადებაში.  

კომისარი ასევე,  ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია მსხვერპლთა, მოწმეთა და მათი ოჯახის წევრების დაცვა.