სააკაშვილი: შეჩერებული მშენებლობების შედეგად, ათიათასობით სამუშო ადგილი იკარგება

სააკაშვილი: შეჩერებული მშენებლობების შედეგად, ათიათასობით სამუშო ადგილი იკარგება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდში იმყოფებოდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის პირველი პირი იმ სამშენებლო ობიექტებით დაინტერესდა, რომელთა მშენებლობებიც შეჩერებულია.

მიხეილ სააკაშვილმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას აღნიშნულ ფაქტს უარყოფითი შეფასება მისცა და განაცხადა, რომ შეჩერებული მშენებლობების შედეგად, რეგიონში ათიათასობით სამუშო ადგილი იკარგება.

 მისი თქმით დაწყებული მშენებლობები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და აღმშენებლობის პროცესი ქვეყანაში არ უნდა შეფერხდეს.

„მე მინდა, რომ საქართველო განვითარდეს“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ სამეგრელოში მშენებლობები უნდა გაგრძელდეს.

გარდა ამისა, პრეზიდენტი ზუგდიდში მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილა.