მაია ფანჯიკიძე: საქართველოს იბრძოლებს იმისთვის, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს

მაია ფანჯიკიძე: საქართველოს იბრძოლებს იმისთვის, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს

ბრიუსელში მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი დეოკუპაციაა და ქვეყანა არასოდეს შეეგუება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას.

მისი თქმით, საქართველოს იბრძოლებს იმისთვის, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს და სუვერენიტეტი იყოს შენარჩუნებული.

„ოღონდ ეს მოხდება მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი, დიპლომატიური მეთოდებით, ამიტომ ეს ჩვენი წინაპირობა არ არის. ეს არის ჩვენი რწმენა,  ჩვენი მთავარი ამოცანა. ქვეყნის დეოკუპაცია არის საქართველოს მთავარი საგარეო პრიორიტეტი, რომელიც არასდროს შეიცვლება. მიუხედავად ამისა, დიალოგი მაინც შესაძლებელია. მე ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ,  ადრე თუ გვიან ასეთი დიალოგი შედგება“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.