10 თვის ბარბალე რაფალიანცის ოჯახის წევრების განცხადებით, დუმილის სანაცვლოდ მათ   თანხა შესთავაზეს

10 თვის ბარბალე რაფალიანცის ოჯახის წევრების განცხადებით, დუმილის სანაცვლოდ მათ თანხა შესთავაზეს

ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, 10 თვის ბარბალე რაფალიანცის ოჯახის წევრების განცხადებით, მათ დუმილის სანაცვლოდ თანხა შესთავაზეს და აღნიშნავენ, რომ 3 ათასი ლარი კახეთში პრეზიდენტის ყოფილმა რწმუნებულმა გიორგი ღვინიაშვილმა გაუგზავნა.

გარდაცვლილი ბარბარე რაფალიანცის დეიდის დალი მექერიშვილის მტკიცებით, ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში, მათთან უცნობი მამაკაცი მივიდა, რომელმაც თავი გურჯაანის გამგებლის მოადგილედ წარუდგინა და ოჯახს 3 ათასი ლარი გადასცა.

რაფალიანცის ოჯახის წევრებს პრეტენზიები გურჯაანის პოლიციის მაშინდელი უფროსის მოადგილის გოჩა სიბაშვილის მიმართაც აქვთ.

გარდაცვლილის ბებიის განცხადებით, სიბაშვილი მკვლელობის თანამონაწილეა. მისივე თქმით, სიბაშვილმა ჩვილის ძებნის პროცესს ხელი შეგნებულად შეუშალა.

კახეთის გუბერნატორის მოადგილის გიორგი სიბაშვილის განცხადებით, ოჯახისთვის ფინანსურ დახმარებაში უკანონო არაფერი ყოფილა.

„მათ მიმართეს გურჯაანის გამგეობას და დაკრძალვის ხარჯები მოითხოვეს. გამგეობამ მათ შესთავაზა ის, რაც ბიუჯეტში დაკრძალვისთვის დადგენილი აქვს, სადღაც 200-300 ლარი, რაზეც ოჯახმა კატეგორიული უარი განაცხადა და მინიმუმ 3 ათასი ლარის ფარგლებში თანხა მოითხოვეს“,- განაცხადა სიბაშვილმა.

გიორგი ღვინიაშვილის განმარტებით კი, იმ პერიოდში, თავად გუბერნატორი უკვე აღარ იყო და ეს გადაწყვეტილება გუბერნიამ მიიღო.