თურქეთის ნაპირებთან უკრაინელი მეზღვაურები დაიღუპნენ

თურქეთის ნაპირებთან უკრაინელი მეზღვაურები დაიღუპნენ

შავ ზღავში ,თურქეთის ნაპირებთან ძლიერი შტორმის დროს, კატასტროფა განიცადა

ტვირთმზიდავმა გემმა „ვოლგო-ბალტ 199“–მა.

ტვირთმზიდის გემბანზე 12 მეზღვაური იმყოფებოდა. აქედან 11 უკრაინის,ერთი კი რუსეთის მოქალაქე გახლდათ.

მაშველებმა წყლიდან 4 ადამიანის ამოყვანა შეძლეს,შვიდი კი ამ წუთებამდე დაკარგულად ითვლება. „ვოლგო-ბალტ 199“ კარიბის ზღვის დროშის ქვეშ მცურავი გემი გახლდათ, რომელსაც თურქეთიდან ანტალიაში 3300 ტონა ქვანახშირი გადაჰქონდა.

მეზღვაურების გადარჩენისას სამი თურქი მაშველიც დაიღუპა,მათი კატერი კლდეს შეასკდა.

ძლიერი შტორმის გამო,თურქეთის ნაპირებთან კიდევ ერთმა ტვირთმზიდმა განიცადა კატასტროფა.თურქეთის სამაშველო სამსახურის განცხადებით, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.