ეგვიპტეში მუბარაქის რეჟიმს „ძმები მუსლიმები“ ვერ შეცვლიან

ეგვიპტეში მუბარაქის რეჟიმს „ძმები მუსლიმები“ ვერ შეცვლიან

ეგვიპტის პრეზიდენტი მოჰამედ მურსი იძულებული გახდა პრეზიდენტის სასახლე დაეტოვებინა მას შემდეგ, რაც საპროტესტო აქციის მონაწილე ათი ათასობით დემონსტრანტმა სასახლის გარშემო შემოვლებული მავთულხლართების ღობე გადალახა.პოლიცია იძლებული გახდა დემონსტრანტთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოეყენებინა.

ასეთი რამ ეგვიპტეში ჰოსნი მუბარაქის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროსაც არ მომხდარა. ათიათასობით დემონსტრანტმა წუხანდელი ღამე პრეზიდენტის სასახლის წინ გაათენა.ისინი აცხადებენ, რომ დაშლას არ აპირებენ და ბოლომდე იბრძოლებენ თავისუფლებისთვის დაღვრილი სისხლისთვის და არ დაუშვებენ „ძმებმა მუსლიმებმა“ შეცვალონ მუბარაქის რეჟიმი.

ეგვიპტის მოსახლეობა პრეზიდენტ მურსის მიერ 22 ნოემბერს მიღებულ კანონს აპროტესტებს , რომელიც მის ძალაუფლებას უსაზღვროდ ზრდის. გაფიცულ ეგვიპტელებს საკონსტიტუციო სასამართლო და მედიაც შეუერთდა.