რასმუსენი: საქართველო გახდება ნატოს წევრი, რა თქმა უნდა, საჭირო კრიტერიუმების შესრულების შემთხვევაში

რასმუსენი: საქართველო გახდება ნატოს წევრი, რა თქმა უნდა, საჭირო კრიტერიუმების შესრულების შემთხვევაში

ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის შემდეგ,  დასკვნით პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოში არის ფართო კონსენსუსი ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რა თქმა უნდა, საჭირო კრიტერიუმების შესრულების შემთხვევაში.

„ჩვენ არც გვიფიქრია ამ საკითხიდან გადახვევა. მინდა პირველ რიგში განვაცხადო,  რომ ეს შეხვედრა იქნება ჩვენი პირველი შესაძლებლობა, განვიხილოთ აღნიშნული საკითხი. მოხარული ვარ, რომ ახალმა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი ერთგულება ამ კურსისადმი და საქართველოში არის ფართო კონსენსუსი ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.  ჩვენ ერთგული ვრჩებით ბუქარესტის სამიტზე გაკეთებული განცხადებისა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რა თქმა უნდა, საჭირო კრიტერიუმების შესრულების შემთხვევაში“,- განაცხადა   ანდერს ფოგ რასმუსენმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა  აღნიშნა, რომ 1-ელ ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები, ელოდებიან უმტკივნეულო კოჰაბიტაციას და შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც ასევე დემოკრატიულად უნდა ჩატარდეს.