ბრიუსელში დღეს, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. სხდომას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე დაესწრება.
ფანჯიკიძე ნატო-საქართველოს კომისიის საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვა, ასევე, მონაწილეობას მიიღებს ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიასთან დაკავშირებულ შეხვედრაში.
„ვისაუბრებ იმ სტრატეგიაზე, რომელიც საქართველოს ექნება ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე. საგარეო პოლიტიკის ეს პრიორიტეტი არ შეცვლილა და პირიქით, საქართველო აპირებს, კიდევ უფრო გააძლიეროს სტრატეგიული თანამშრომლობა ნატოსთან და პარტნიორ ქვეყნებთან. საუბარი იქნება ჩვენს სამოქმედო გეგმაზე და მის შეფასებაზე. კითხვა-პასუხის რეჟიმში კი, საგარეო საქმეთა მინისტრების შეკითხვებს ვუპასუხებ“,- განაცხადა ფანჯიკიძემ.