ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-4 განყოფილების თანამშრომლებმა ქურდობისათვის ორი პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 28 ნოემბერს ბაგრატ ქ.-მ და ბადრი ყ.-მ დიდ დიღომში მდებარე თემურ ნადირაძის ავტოსახელოსნოდან 1500 ამერიკული დოლარის ღირებულების ავტონაწილები მოიპარეს.
ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ვაკე- საბურთალოს პოლიციის მე-4 განყოფილების თანამშრომლებმა ქურდობაში ბრალდებულები რამდენიმე დღეში დააკავეს. სამართალდამცველებმა მათი სამალავიდან, ნივთმტკიცების სახით, ავტომანქანის 4 საბურავი და 4 „ფარი" ამოიღეს.
მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.