ენერგეტიკის სამინისტრო ტარიფების შემცირებასთან დაკავშირებით „ინტერ რაოსგან”  პასუხს ელოდება

ენერგეტიკის სამინისტრო ტარიფების შემცირებასთან დაკავშირებით „ინტერ რაოსგან” პასუხს ელოდება

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ტარიფების შემცირებასთან დაკავშირებით „ინტერ რაოსგან”  პასუხს დღეს ელოდება. ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „მაესტროზე", შალვა რამიშვილის დილის გადაცემაში განაცხადა.

„როგორც ცნობილია, ტარიფების შემცირების საკითხზე სამუშაო ჯგუფია შექმნილი. გასულ კვირას შეხვედრა გვქონდა „ინტერ-რაოს" ხელმძღვანელებთან, რომლებიც თბილისში იმყოფებოდნენ. ჩვენ გავაცანით ის, თუ როგორია ჩვენი ხედვა ტარიფების შემცირებასთან დაკავშირებით. დღეს, 12:00 საათზე სამუშაო ჯგუფი ისევ ხვდება „ინტერ რაოს" ხელმძღვანელობას – მან უკვე უნდა გვითხრას როგორია ამ საკითხზე კომპანიის შეხედულება. იცით, რომ ესაა არასახელმწიფო კომპანია და ჩვენ ბერკეტები არ გაგვაჩნია, რომ საქმეში პირდაპირ ჩავერიოთ და მას მითითებები მივცეთ" - განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ აღნიშნულ კომპანიაში საქართველოს სახელმწიფოს წილი მხოლოდ 25 %-ია.

მისივე განმარტებით, ტარიფების შემცირებასთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ საკუთარი გეგმა უკვე გააცნო „ენერგო-პრო ჯორჯიას" ხელმძღვანელობასაც.