საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილისა და რამდენიმე პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 
დღევანდელი პროცესი ოქრუაშვილისადმი იმ ბრალდებას ეხება, რომლის მიხედვითაც, მას უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნასა და მეთაურობას ედავებიან. 
დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში თავისუფლების 6-9 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს. 

ამასთან, სასამართლო პროცესი 4 დეკემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო, რის მიზეზადაც საქმესთან დაკავშირებული ორი პირის დაკავება დასახელდა. 
აღნიშნულ საქმეში სულ 8 პირია ბრალდებული. პროცესს ბრალდებულებიც ესწრებიან. რამდენიმე წუთით პროცესზე ფოტო და ვიდეოგადაღება ამჯერადაც დაუშვეს.