კობა დავითაშვილი ამინისტიის მასშტაბების შემცირებას ითხოვს

კობა დავითაშვილი ამინისტიის მასშტაბების შემცირებას ითხოვს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი კობა დავითაშვილი ამინისტიის მასშტაბების შემცირებას ითხოვს.

როგორც ჟურნალისტებს დავითაშვილმა განუცხადა, ამინისტიის მასშტაბები უნდა შემცირდეს, რადგან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ განხორციელებულმა შეწყალებამ ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება უკვე დაძაბა.

„დღეს, პრეზიდენტის მიერ შეწყალების შედეგად უკვე 1 500-მდე ადამიანია გათავისუფლებული და ფაქტობრივად მასობრივი შეწყალება, თავისი მასშტაბებით ამნისტიას უთანაბრდება. ამ ფონზე კი, ამინისტიის კანონის მიღება იმავე სახით, როგორც თავიდან იყო დაგეგმილი მიზანშეწონილი არ არის. უნდა შემცირდეს ამინისტიის მასშტაბები იმის გათვალისწინებით, რომ სააკაშვილმა ქვეყანაში კრიმინოგენული ფონი უკვე დაამძიმა და ჩემი აზრით, ეს შეგნებულად გააკეთა“, - დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე გავა.