შესაძლოა ამნისტია  სამუდამო პატიმრობა მისჯილ პირებსაც შეეხოთ

შესაძლოა ამნისტია სამუდამო პატიმრობა მისჯილ პირებსაც შეეხოთ

ადამიანის უფლებათა დაცვისა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ არ გამორიცხავს, რომ ამნისტია  სამუდამო პატიმრობა მისჯილ პირებსაც შეეხოთ.

როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, არსებობს მოსაზრება, რომ სამუდამო პატიმრობა მისჯილებს უვადო პატიმრობა ვადიანი სასჯელით შეეცვალოთ.

„ამ საკითხთან დაკავშირებით, საბოლოო პოზიცია ჩამოყალიბებული არ არის.მხარს  მაქსიმალურ ჰუმანურობას ვუჭერ“, - დასძინა მან.

„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი სესიაზე პირველი მოსმენით 7 დეკემბერს გავა.