პარლამენტის ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე პოლიტდევნილთა და პოლიტპატიმართა შესახებ დადგენილების პროექტს დაამტკიცებენ.
დეპუტატებს დადგენილების პროექტს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გააცნობს და კანონმდებლები პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და დევნილის სტატუსის მისანიჭებლად შერჩეული პირების სიას დეტალურად გაეცნობიან.
დადგენილების მიხედვით, პარლამენტი პოლიტპატიმრის სტატუს - 190 პირს მიანიჭებს, ხოლო პოლიტდევნილის 25 ადამიანს.
დადგენილების დამტკიცების შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს აღნიშნული პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან განთავისუფლების ან/და სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის სამართლებრივი მექანიზმები.