ირაკლი მელაშვილი ბიძინა ივანიშვილის თანაშემწედ დაინიშნა

ირაკლი მელაშვილი ბიძინა ივანიშვილის თანაშემწედ დაინიშნა

ირაკლი მელაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის თანაშემწედ დაინიშნა. ამის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ირაკლი მელაშვილის მეუღლე მაგდა პოპიაშვილი ადასტურებს.

მისი თქმით, მელაშვილი ახალ თანამდებობაზე მუშაობას უკვე რამდენიმე დღეა შეუდგა. ამ დროისთვის კი პრემიერის დავალებით, ქუთაისის პარლამენტში იმყოფება.

პოპიაშვილის განმარტებით, ირაკლი მელაშვილი კურირებას გაუწევს ყველა იმ მიმართულებას, რასაც მისი კომპეტენცია შეეხება.

ირაკლი მელაშვილი წლების განმავლობაში „ეროვნულო ფორუმის" წევრი იყო. პარტიის დატოვების შემდეგ კი არასამთავრობო სექტორში მოღვაწეობდა.