ანდერს ფოგ რასმუსენი: ხვალ ISAF-ის პარტნიორებთან ერთად, ამ ოპერაციის გრძელვადიანი დაფინანსების საკითხი განიხილება

ანდერს ფოგ რასმუსენი: ხვალ ISAF-ის პარტნიორებთან ერთად, ამ ოპერაციის გრძელვადიანი დაფინანსების საკითხი განიხილება

ნატოს-გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ხვალ ISAF-ის ყველა პარტნიორთან ერთად ამ ოპერაციის გრძელვადიანი დაფინანსების საკითხი განიხილება.

ამის შესახებ რასმუსენმა ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ხვალ შევხვდები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. საქართველო ჩვენთვის ერთგული პარტნიორია, რომელსაც სურს, რომ ალიანსს შეუერთდეს. ჩვენ ვაღიარებთ იმ პროგრესს, რომელსაც მიაღწია საქართველომ და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ დემოკრატიული რეფორმები შეინარჩუნონ. საქართველომ აჩვენა სამაგალითო ერთგულება ავღანეთის ოპერაციასთან დაკავშირებით და ხვალ ჩვენ ISAF-ის ყველა პარტნიორთან ერთად ამ ოპერაციის გრძელვადიანი დაფინანსების საკითხს განვიხილავთ" - განაცხადა რასმუსენმა.