დღეს, ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

დღეს, ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, ირაკლი ოქრუაშვილისა და კიდევ რამდენიმე პირის სასამართლო პროცესი გაიმართება. პროცესი 10:00 საათზეა ჩანიშნული.

დაგეგმილი პროცესი ოქრუაშვილის ბრალდებას ეხება, რომლის მიხედვით, მას უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნასა და მეთაურობას ედავებიან.

ირაკლი ოქრუაშვილის  საქმესთან დაკავშირებული რამდენიმე პირის სასამართლო პროცესი 4 დეკემბერს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა საქმესთან დაკავშირებული ორი ახლად დაკავებული პირის დაუსწრებლობის გამო გადაიდო.

აღნიშნულ საქმეში 8 პირია ბრალდებული, მათ შორის 6 - დაკავებულია, 2 კი - იძებნება.