მაია ფანჯიკიძე: გაუგებარია, პალესტინის სტატუსზე , რატომ ატყდა ასეთი აჟიოტაჟი

მაია ფანჯიკიძე: გაუგებარია, პალესტინის სტატუსზე , რატომ ატყდა ასეთი აჟიოტაჟი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, მისთვის სრულიად გაუგებარია, თუ რატომ მოჰყვა აჟიოტაჟი საქართველოს მიერ,  პალესტინისთვის გაერო-ს არამუდმივ წევრად აღიარების გადაწყვეტილებას.

აღნიშნულის შესახებ,ფანჯიკიძემ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში ბრიუსელში ვიზიტის დროს განაცხადა.

„ეს იყო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ ნაჩქარევად არ მიგვიღია. ამაზე იყო მსჯელობა საქართველოს მთავრობის შიგნით. ეს გადაწყვეტილება რთული და ხანგრძლივი მსჯელობის შედეგია, რომელიც მე ვფიქრობ, ძალიან სწორია და რომელიც შემდეგ გახმიანდა გაერო-ში. ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის. გარდა ამისა, გადაწყვეტილებასთან ერთად ჩვენ განცხადებაც გავავრცელეთ, რომელშიც ვხსნიდით მას. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები აბსოლუტურად გაგებით მოეკიდნენ ამ გადაწყვეტილებას. გაუგებარია,  რატომ ატყდა ასეთი აჟიოტაჟი. მსოფლიო თანამეგობრობის ბევრმა ქვეყანამ დაუჭირმა მხარი აღნიშნულ გადაწყვეტილებას და მათ შორის არის საქართველოც“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.