შრომითი ურთიერთობების იძულებით შეწყვეტაზე  პასუხისმგებლობა წესდება

შრომითი ურთიერთობების იძულებით შეწყვეტაზე პასუხისმგებლობა წესდება

პარლამენტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებებს ამზადებს, რომელიც შრომითი ურთიერთობების იძულებით შეწყვეტაზე  პასუხისმგებლობას  აწესებს.

ცვლილებების ინიცირება პარლამენტში უკვე მოხდა. კანონპროექტის ავტორი და ინიციატორი დეპუტატი - კობა დავითაშვილია.

პროექტის მიხედვით, დამქირავებელს, მათ შორის სახელმწიფო ორგანოების ხელმძღვანელობას თანამშრომლის მიერ სამუშაოს დატოვების შესახებ განცხადების დაწერის იძულებაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.

ამასთან, კანონპროექტით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგინდება სამუშაოს საკუთარი ინიციატივით დატოვების იძულების შემთხვევაში.