Twitter–ში ბენედიქტე XVI-ეს ბლოგს უკვე 56 000 ხელმომწერი ჰყავს

Twitter–ში ბენედიქტე XVI-ეს ბლოგს უკვე 56 000 ხელმომწერი ჰყავს

 რომის პაპმა ბენედიქტე XVI-ემ Twitter–ში საკუთარი ბლოგი გახსნა–@pontifex. დღეს,მიუხედავად არცერთი დადებული პოსტისა, პანტიფიკოსის ბლოგმა უკვე 56 000  ხელმომწერის შეგროვება მოახერხა.

როგორც პანტიფიკოსის პრეს-სამსახური აცხადებს,პირველი ჩანაწერები ბენედიქტე XVI-ეს ბლოგში 12 დეკემბრიდან გამოჩნდება.  ისინი ვარაუდობენ, რომ ხელმომწერები რომის პაპს შეკითხვებსგამოუგზავნიან და ბლოგის ავტორისგან  პასუხებსაც მიიღებენ.

Associated Press–ის ინფორმაციით,  პაპის ტვიტერი ექვს ენაზე იფუნქციონირებს,მათ შორის არაბულზეც. შემდგომში რომისპაპის პრეს- სამსახური Twitter–ის აუდიტორიის გაფართოებას გეგმავს.