იგორ გიორგაძე საქართველოს პროკურატურას მის მიმართ დევნის შეწყვეტის თხოვნით მიმართავს

იგორ გიორგაძე საქართველოს პროკურატურას მის მიმართ დევნის შეწყვეტის თხოვნით მიმართავს

უშიშროების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძე საქართველოს პროკურატურას მის მიმართ დევნის შეწყვეტის თხოვნით მიმართავს.

 ამის შესახებ მან დღეს გამართულ ტელეხიდის მსვლელობისას განაცხადა. გარდა ამისა, გიორგაძის თქმით, მისმა ადვოკატებმა არასამთავრობო ორგანიზაციებს მისთვის პოლიტდევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ მიმართეს.

როგორც გიორგაძე აცხადებს, არცერთ ხელისუფლებას მის წინააღმდეგ ბრალი ოფიციალურად არ წაუყენებია, სასამართლო განაჩენი გამოტანილი არ არის და შესაბამისად, მის მიმართ განხოციელებული პოლიტიკური დევნა უკანონოა.

 მისივე თქმით, როგორც კი პროკურატურის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ის საქართველოში დაბრუნდება და პოლიტიკურ საქმიანობას გააგრძელებს.

 „ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ ვხედავ, რომ დავბრუნდე საქართველოში. რაც შეეხება პოლიტიკურ საქმიანობას, ის არც შემიწყვეტია" - განაცხადა გიორგაძემ.

 როგორც მან აღნიშნა, გამოკვეთილი სიმპათიები არცერთი პოლიტიკური ძალის მიმართ არ გააჩნია, თუმცა შეუძლია ცალსახად თქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია მისთვის მიუღებელია.

 ამასთან, გიორგაძე ქართველ ხალხს 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და იმედოვნებს, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლით ქვეყანაში