შსს-ს თანამშრომლებმა სოფელ დუმალაში დიდი რაოდენობით იარაღი ამოიღეს

შსს-ს თანამშრომლებმა სოფელ დუმალაში დიდი რაოდენობით იარაღი ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ასპინძის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი რაოდენობით იარაღი ამოიღეს.

ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დაკავებულია ასპინძის რაიონის სოფელ დამალაში მცხოვრები სომხეთის მოქალაქე, ეროვნებით სომეხი, 1959 წელს დაბადებული ვრეჟ მ.

 ჩხრეკისას, მისი საცხოვრებელი სახლის სხვენიდან ამოიღეს: კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 3 ცალი მჭიდი, 175 ცალი 5,45 მმ-იანი და 47 ცალი 7,62 მმ-იანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნა, 2 ხელყუმბარა; ავტომატისათვის განკუთვნილი ხიშტ-დანა ქარქაშით, გლუვლულიანი 16 კალიბრიანი ერთლულიანი სანადირო თოფი.

 შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ საბრძოლო მასალას ვრეჟ მ. უკანონოდ ინახავდა.

 დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. გამოძიებას შსს-ს ასპინძის რაიონული სამმართველო აწარმოებს.