ქუთაისში მთავრობის სახლს ლუქი დაედო

ქუთაისში მთავრობის სახლს ლუქი დაედო

ქუთაისში საქართველოს მთავრობის სახლს ლუქი დაედო და თანამშრომლები სამსახურიდაან გაათავისუფლეს.

ამის შესახებ from.ge-ს მთავრობის სახლის უფროსმა სპეციალისტმა, თეკლა ქარსელაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, უწყება ათი თვის განმავლობაში ფუნქციონირებდა და მთავრობის სახლში შვიდი ადამიანი იყო დასაქმებული.

„ამ უწყებაში რომ მოვხვედრილიყავით, სერიოზული კონკურსი გავიარეთ. სამსახურიდან დათხოვის მიზეზი - რეორგანიზაციაა. თუმცა, ეს ყველაფერი მართებულად მოხდა, რადგან გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია წინასწარ გვაცნობეს. კადრების შემცირება ლოგიკური პროცესი იყო, რომელიც სამართლიანად განხორციელდა“, - დასძინა ქარსელაძემ.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში მთავრობის სახლი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე არის განთავსებული. ქუთაისში მთავრობის სახლის ფუნქციონირება კი, დეცენტლაიზაციის მიზნით გადაწყდა.