არჩილ კბილაშვილი: ოქრუაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდებები, შესაძლოა, გადაისინჯოს

არჩილ კბილაშვილი: ოქრუაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდებები, შესაძლოა, გადაისინჯოს

საქართველოს მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ პროკურატურის წინა ხელმძღვანელთა მიერ წარდგენილი ბრალდებები, შესაძლოა, გადაისინჯოს.

ამის შესახებ კბილაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა.

„ამ შემთხვევაში პროკურატურის არსებული პოზიცია არის ის, რომ ის მხარს უჭერს ოქრუაშვილის მისამართით არსებულ ბრალდებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს არის საბოლოო პოზიცია, რადგან პროცესუალურად იყო ძალიან ცოტა დრო იმისთვის, რომ პროკურატურის ახალ გუნდს, ახალ პროკურორებს შეესწავლათ მის მიმართ წარდგენილი ბრალდებები. ამიტომ ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან გამორიცხვის მიზნით, ის პოზიცია, რომელიც იყო წარდგენილი და დაფიქსირებული პროკურატურის წინა ხელმძღვანელთა მიერ, ამ ეტაპზე შენარჩუნებულია, თუმცა ვიმეორებ, ეს არ არის საბოლოო პოზიცია და შესაძლებელია, ის გადაისინჯოს" - განაცხადა კბილაშვილმა.