დღეს, სასამართლო სავარაუდოდ, კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე იმსჯელებს

დღეს, სასამართლო სავარაუდოდ, კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე იმსჯელებს

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ, სასამართლო სავარაუდოდ,  დღის მეორე ნახევარში იმსჯელებს.

დათა ახალაიას ადვოკატის ირაკლი ზაქარეიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის შეტყობინება თუ რომელ საათზეა სხდომა ჩანიშნული არ მისვლია.

„მე არ ვაპირებ შუამდგომლობის სახით გირაოთი გათავისუფლების დაყენებას, მე ვითხოვ, რომ მას აღკვეთი ღონისძიების არც ერთი სახეობა არ შეეფარდოს. მის მიმართ წამოყენებული ყველა ბრალდება არის უსაფუძვლო და მის მიმართ ხორციელდება პოლიტიკური დევნა“, - განაცხადა  ზაქარეიშვილმა.

კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსნის, გერონტი ალანიას ადვოკატი დავით ხაჟალია აცხადებს, რომ ისიც მოითხოვს აღკვეთი ღონისძიების არ გამოყენებას მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის.

ცნობისთვის,  კუდ-ის ოთხ ყოფილ მაღალჩინოსანს – დათა ახალაიას, ოლეგ მელნიკოვს, სოსო თოფურიძეს და გერონტი ალანიას დაუსწრებლად ბრალი პროკურატურაში გუშინ წარუდგინეს. მათ 2005 წლის იანვარში, პოლიციელების ცემაში ადანაშაულებენ. პროკურატურის ინფორმაციით, არც ერთი მათგანი ამ დროისთვის საქართველოში არ იმყოფება.