2 დეკემბერს, 14:30 საათზე „გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია“ გაიხსნება(R)

2 დეკემბერს, 14:30 საათზე „გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია“ გაიხსნება(R)

2 დეკემბერს, 14:30 საათზე „გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია“ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ამერიკული აკადემიის ახალ შენობას საზეიმოდ გახსნის.

 ღონისძიებას გახსნიან თიბისი ჯგუფის პრეზიდენტი, ამერიკული აკადემიის დამფუძნებელი და თანათავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და

სკოლის დირექტორი გარი კრიპინი.

 გთხოვთ მობრძანდეთ!

   ამერიკული აკადემია 2001 წელს  ქართველმა ბიზნესმენებმა - გივი ზალდასტანიშვილმა და მამუკა ხაზარაძემ დაარსეს. 2011 წლის 26 აპრილს საძირკველი ჩაეყარა ამერიკული აკადემიის ახალი, მწვანე კონცეფციაზე დაფუძნებული ნაგებობის მშენებლობას,  რომელიც უმოკლეს ვადაში, წელიწადსა და ოთხ თვეში, 2012 წლის აგვისტოში დასრულდა.

 შენობის არქიტექტურულ ნაწილზე მუშაობდნენ კომპანიის „არქიტექტს.ჯი“ არქიტექტორები - გაგა კიკნაძე და მარიკა სანაია. დანიურმა კომპანიამ „ნირასი“ მწვანე კონცეფციის შემუშავებაში მიიღო მონაწილეობა.  სამშენებლო სამუშაოები შეასრულა სამშენებლო კომპანიამ - „ენსისი“, ხოლო ჰოლანდიური კომპანია Concern-ი ინტერიერის დიზაინის ავტორია.

 ამერიკული აკადემიის ახალი შენობა განლაგებულია 4700 კვადრატულ მეტრზე და მოიცავს 33 საკლასო ოთახს, 3 მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილ ლაბორატორიას, 300 მოსწავლეზე გათვლილი აუდიტორიასა და კაფეტერიას. აკადემიის ბიბლიოთეკა მოსწავლეებს საინფორმაციო რესურსების ფართო არჩევანს სთავაზობს: მოსწავლეთა განკარგულებაშია 24 000 წიგნი. ამჟამად დასრულების პროცესშია აკადემიის სპორტული ბაზის მშენებლობა კალათბურთისა და ფრენბურთის მოედნებით, რომლებიც 776 კვადრატულ მეტრზეა განლაგებული და სრულად პასუხობს აღნიშნული სახეობების საერთაშორისო სტანდარტებს. სკოლის განვითარების მეორე ეტაპზე იგეგმება 25 მეტრიანი საცურაო აუზისა და ხელოვნების ცენტრის მშენებლობა, სადაც თეატრი, საგამოფენო დარბაზი და საცეკვაო სტუდია განთავსდება.