შრომითი მიგრაცია გერმანიისა და შვედეთის მიმართულებით

შრომითი მიგრაცია გერმანიისა და შვედეთის მიმართულებით

3-4 დეკემბერს, ქუთაისში,  სასტუმრო რჩეული პალასში (მისამართი - გრიგოლ  ხანძთელის ქ.21ბ)  გაიმართება სემინარი -  შრომითი მიგრაცია გერმანიისა და შვედეთის მიმართულებით.

სემინარი იმართება პროექტ - მიზნობრივი ინიციატივა საქართველოსთვის ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით და მის მიზნებს წარმოადგენს საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის და საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული რეადმისიის ხელშეკრულების რეალიზაციის მხარდაჭერა.

ბოლო 12 თვის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უკვე გაიმართა ანალოგიური ტიპის 3 ღონისძიება. ღონისძიების ძირითადი მიზანია ევროკავშირში შემავალ სხვადასხვა სახელმწიფოში შრომითი მიგრაციის ზოგადი პირობების და სამუშა ვიზის მისაღებად აუცილებელი ადმინისტრაციული პროცედურების საზოგადოებისთვის გაცნობა.

სემინარს წარმართავენ პროექტ - მიზნობრივი ინიციატივა საქართველოსთვის გუნდის წევრები, მონაწილეთა შორის კი იქნებიან გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტოს და შვედეთის მიგრაციის საბჭოს წარმომადგენლები.

ცალკეულ თემატურ პრეზენტაციები ეხება შემდეგ თემებს: მოცემულ ქვეყნებში შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობა; მუშაობის ნებართვის და სამუშაო ვიზის მისაღებად აუცილებელ ადმინისტრაციულ პროცედურათა დეტალური აღწერა; შრომითი მიგრანტების შრომითი და სოციალური უფლებები; სასარგებლო რჩევები შრომითი მიგრანტებისთვის; კონკრეტული რეალური ისტორიების განხილვა.

სემინარის მიმდინარეობის პირველი დღე და მეორე დღის პირველი ნახევარი ორგანიზებულია  სახელმწიფო სტრუქტურების, დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, არასამთავრობო და აკადემიური ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის. მეორე დღის მეორე სესია, რომელიც იწყება 14-საათზე  საჯაროა და დაინტერესებულ პირებს ექნებათ თავისუფლად დასწრების საშუალება. საჯარო პრეზენტაცია დაეთმობა პრაქტიკულ მაგალითებს და სასარგებლო ინფორმაციას, რომელსაც შეუძლია მომავალი  მიგრანტების საზღვარგარეთ ყოფნა ლეგალური, უსაფრთხო და წარმატებული გახადოს.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ:

ბელა ჰეინა, პროექტი მიზნობრივი ინიციატივა საქართველოსთვის, დირექტორი, 599 53 30 01, bela.hejna@eu-tig.ge

ემილია მალის-ზარემბა, პროექტ მენეჯერი, 599 422427, emilia.malys@eu-tig.ge