გოკა გაბაშვილი: ფინანსურ პოლიციას 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გაუქმება აქვს დავალებული

გოკა გაბაშვილი: ფინანსურ პოლიციას 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გაუქმება აქვს დავალებული

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის გოკა გაბაშვილის განცხადებით, ფინანსურ პოლიციას 2010 წელს ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გაუქმება აქვს დავალებული.

ამის შესახებ გაბაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ამის მექანიზმი არის ყველა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში შეჭრა, ფინანსური დოკუმენტაციის გატანა, ნებისმიერი საბაბით გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარეების აყვანა და მათთვის ბრალის წაყენება ფინანსური დარღვევების ან უფლებამოსილების გადამეტებაზე. ეს არის მათი იარაღი. ყველა გამგებელს ძალიან გასაგებად ეუბნებიან, ან გადადგნენ ან დააპატიმრებენ" - განაცხადა გაბაშვილმა.

მისივე განმარტებით, ფინანსური პოლიციიდან ამ საკითხს კოორდინირებას უწყების უფროსის მოადგილე გიგა ახვლედიანი უწევს. საერთო ჯამში კი, ამ გეგმის ავტორად ბიძინა ივანიშვილს მიიჩნევს.

„ამ ყველაფერს კოორდინირებას ერთი ადამიანი – ბიძინა ივანიშვილი უწევს, რომელმაც გასაგებად თქვა, რომ სანამ ოპოზიცია, როგორც ფაქტორი არ გაქრება, ისინი არ გაჩერდებიან" - დასძინა გაბაშვილმა.