ზურაბ მიქაძეს სასამართლომ  აღმკვეთი ღონისძიების სახით, 16 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა

ზურაბ მიქაძეს სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით, 16 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის,  ზურაბ მიქაძისათვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე პროკურორის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მას აღმკვეთი ღონისძიების სახით 16 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.

ზურაბ მიქაძის დაკავების შესახებ,  გუშინ გახდა ცნობილი. მიქაძე საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დააკავეს.