ირანმა ფირუზისფერი წყალქვეშა ნავი გამოსცადა

ირანმა ფირუზისფერი წყალქვეშა ნავი გამოსცადა

ინგლისური პრესა აქტიურად მიმოიხილავს ირანის ახალ სამხედრო წარმატებას. რამდენიმე დღის წინ ირანის სამხედრო საზღვაო ძალებმა წარადგინეს ახალი Ghadir–ის ტიპის  წყალქვეშა ნავი Sina 7,ირანელების განცხადებით, ის მთლიანად ირანელების მიერაა აშენებული და ირანული მასალებია  გამოყენებული.

The Daily Mail-ი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს წყალქვეშა სამხედრო ნავის უცნაურ-ფირუზისფერ შეფერილობას, რადგან როგორც წესი,წყალქვეშა სამხედრო ნავები მტრისთვის შეუმჩნეველი უნდა დარჩნენ. გამოცემის აზრით,ირანელებს შეეშალათ ფერი, რომელიც ნავს დემასკირებას უკეთებს.