G 20–ს რუსეთი უხელმძღვანელებს

G 20–ს რუსეთი უხელმძღვანელებს

რუსეთის პრემიერის ვლადიმერ პუტინის განცხადებით,მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ „დიდ ოცეულის“ მორიგ შეკრებას რუსეთი უხელმძღვანელებს, რუსეთის ფედერაცია იმ პრიორიტეტების დასახვას შეუდგა, რაც საშუალებას მისცემს მსოფლიოს ეკონომიკას წინ წაიწიოს.

„ჩვენ როლს ვხედავთ იმაში, რომ  შევიმუშაოთ ის ზომები, რაც ეკონომიკური ზრდის ტემპს დააჩქარებს და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. ამისთვის კი მეტი ინვესტიციების სტიმულირება,ნდობა და მსოფლიო ბაზრებზე ტრანსფერის ეფექტური რეგულაციაა საჭირო“,-განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

„დიდი ოცეული“ 2008 წელს შეიქმნა, როდესაც მსოფლიოსთვის ცნობილი გახდა,რომ ეკონომიკურ კრიზის გადალახვას მხოლოდ მსოფლიოს განვითრებული ქვეყნები ვერ შეძლებდნენ. “ოცეულში“შედის არგენტინა, ავსტრალია, ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია,ინდოეთი,ინდონეზია,იტალია,კანადა,ჩინეთი,მექსიკა,რუსეთი,საუდიის არაბეთი, ამერიკა, თურქეთი, საფრანგეთი, ემირატები, სამხრეთ კორეა და იაპონია.

G 20-სმორიგი სამიტის გამართვა 2013 წლის 5-6 სექტემბერს სანკტ-პეტერბურგში იგეგმება, 2012 წლის სამიტის შეკრება კი მექსიკაში გაიმართა.