პარიზში დელაკრუას „ორანის არაბები“ მოიპარეს

პარიზში დელაკრუას „ორანის არაბები“ მოიპარეს

პარიზის ერთ–ერთ ცნობილ გალერეაში Schmidt–ში წლის ქურდობა მოხდა. მოიპარეს დელაკრუას ცნობილი სურათი „ორანის არაბები“, რომლის ღირებულებაც ექსპერტების შეფასებით, 650 000 ევროს აღემატება.

ოპერაციაზე კონტროლი ბანდიტიზმთან ბრძოლის განყოფილებამ აიღო.

ფრანგულმა პრესამ ამ ფაქტს “გაუგონარი თავხედობა“ უწოდა. პირველადი მონაცემებით, უცნობმა პიროვნებამ დაცვისთვის შეუმჩნევლად სურათი კედლიდან ჩამოხსნა და მუზეუმიდან გაიტანა.