ელოდება თუ არა ჯენიფერ ლოპესი მესამე ბავშვს?(VIDEO)

ელოდება თუ არა ჯენიფერ ლოპესი მესამე ბავშვს?(VIDEO)

 ამერიკული პრესა ჯენიფერ ლოპესისშესახებ საკამოდ ხშირად წერს, თუმცა ამჯერად არა სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს, არამედ „სერიოზულს“.

„ჯენიფერ ლოპესი და კასპერ სმარტი მესამე ბავშვსელოდებიან“-ამ სათაურით აჭრელდა  

ამერიკული ჟურნალები.

 ჟურნალისტები  ამ დასკვნამდე ლოპესის ბოლო დროინდელი ფოტოების ნახვის შემდეგ მივიდნენ, სადაც აშკარად ჩანს მომღერლის მომრგვალებული მუცელი, თანაც მომღერალმა ბოლო პერიოდში სასცენო ცეკვების დადგმის მონახაზები  შეცვალა და სულ უფრო იშვიათად ჩნდება წვეულებებზე.

ჟურნალისტთა შეკითხვას ჯენიფერ ლოპესმა მხოლოდ ერთი სიტყვით გასცა პასუხი- “სისულელეა“.

2004 წელს ჯენიფერ ლოპესმა და მსახიობმა მარკ ენტონმა ხელი მოაწერეს,ხოლო 2008 წლის 22 თებერვალს ჯენიფერი ტყუპების-მაქსის და ემის დედა გახდა.

2011 წელს წყვილი დაშორდა,მიზეზად შეუთანხმებლობა დაასახელეს.

2012 წლიდან იანვრიდან  ჯენიფერ თავის მოცეკვავე კასპერ სმარტს ხვდება.