დავით ნარმანია მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარების სექტორის კოორდინატორს საქართველოში აჰმედ აივეიდას შეხვდა

დავით ნარმანია მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარების სექტორის კოორდინატორს საქართველოში აჰმედ აივეიდას შეხვდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარების სექტორის კოორდინატორს საქართველოში აჰმედ აივეიდას შეხვდა.

მხარეებმა, შეხვედრაზე კახეთის რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტებზე იმსჯელეს და აღნიშნული პროგრამის მომავალში გაგრძელების დეტალები და მიმართულებები განიხილეს.

ასევე იმსჯელეს 2013 წელს დაგეგმილ პროექტებზე, რომლის დაფინანსებასაც მსოფლიო ბანკი გააგრძელებს.

შეხვედრაზე საუბარი იყო იმერეთის რეგიონში დაგეგმილ პროექტებზე, რომელსაც მსოფლიო ბანკი სამომავლოდაც დააფინანსებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალ კვირას ერთობლივად ადგილზე მოინახულონ   დაგეგმილი პროექტები.

შეგახსენებთ, რომ  კახეთის რეგიონული განვითარების პროგრამა მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი მრავალწლიანი და შეღავათიანი კრედიტით ფინანსდება და ითვალისწინებს მთელი რეგიონის მასშტაბით ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას და კეთილმოწყობას. ასევე,   ტურიზმის განვითარების მიზნით კულტურული მემკვიდრეობის და ისტორიული ძეგლების აღდგენა-რესტავრაციას.