სესიაშვილი: საქართველოში არსებულ სიტუაციაში დასავლეთი მთლიანად ერკვევა

სესიაშვილი: საქართველოში არსებულ სიტუაციაში დასავლეთი მთლიანად ერკვევა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებში დასავლეთი მთლიანად ერკვევა.

როგორც From.ge-ს სესიაშვილმა განუცხადა, ახალი ხელისუფლების მიმართ მოლოდინი დიდია, რის გამოც, მთავრობის მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი საერთაშორისო ლუპის ქვეშ ექცევა.

„მათი დაკვირვება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს - ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და პარტნირობაზე. ერთის მხრივ, პასუხისმგებლები ვართ საზოგადოების წინაშე გაცემული დაპირებების წინაშე და მეორეს მხრივ, მომავლის, რომ საქართველო დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს. უმცირესობისგან შესწორებები არ გვიჭრდება. ბიძინა ივანიშვილმა საერთაშორისო თანამეგობრობას შესთავაზა, რომ  პროცესში ჩაერთონ და საქმეები მაქსიმალურად გახსნილი იყოს. ჩვენი სურვილია,  პროცესებს დააკვირდნენ და თუ რაიმე იქნება არასწორი, მზად ვართ ყველაფერს პასუხი გავცეთ“, - აცხადებს სესიაშვილი.

რაც შეეხება ექსპერტების მოსაზრებას, რომ ახალი ხელისუფლება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ საინფორმაციაო ბრძოლას აგებს, სესიაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა და მედიაში არსებული ვითარება ერთმანეთში არ უნდა იქნეს არეული.

„დასავლეთი მთლიანად ერკვევა სიტუაციაში. ჩვენ  რთული გარდამავალი პერიოდი გვქონდა, როდესაც ხელისუფლებას ვიბარებდით. ამ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა ქვეყნისთვის საზიანო მოქმედებებს და ხდებოდა არასწორი ინფორმირება საერთაშორიო ორგანიზაციების, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენ თანამშრომლობაში შევედით და პოზიციების შეჯერება მოხდა, ვითარება შეიცვალა“, - განაცხადა სესიაშვილმა.

კანონმდებელის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ, ნატოს დელეგაცია პარლამენტს სტუმრობდა და აბსურდულ პოზიციებს პასუხი გასცეს, რაც უმცირესობიდან მოდიოდა.

„გიორგი ბარამიძე ამბობდა, რომ დეკემბერში მაპს მივიღებთო, მაგრამ ყველასთვის ცნობილია, რომ  მინისტერიალზე მაპის მინიჭება  საერთოდ არ ხდება“, - დასძინა სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო პრესაში პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის გუნდის კრიტიკა ხშირად ისმის. ამ მხრივ, კი განსაკუთრებით ფრანგული პრესა გამოირჩევა.