კოტე კუბლაშვილი - საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ზოგიერთი დებულება მოსამართლეებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს

კოტე კუბლაშვილი - საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ზოგიერთი დებულება მოსამართლეებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს

სასამართლო სისტემის რეფორმირების საკითხზე მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ზოგიერთი დებულება მოსამართლეებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს. ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა დღეს ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.

მისი თქმით, ერთ-ერთი ასეთი დებულება სასამართლოების თავმჯდომარეებისთვის, მოადგილეებისთვის, ასევე კოლეგიისა და პალატის თავმჯდომარეებისთვის მოსამართელთა კონფერენციაში კენჭისყრაში მონაწილეობის აკრძალვას შეეხება.

„ჩვენ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები გვაქვს. მათ შორის ერთ-ერთი პრინციპული შენიშვნა უკავშირდება დებულებას, რომლითაც სასამართლოთა თავმჯდომარეებს, მათ მოადგილეებს, ასევე კოლეგიისა და პალატის თავმჯდომარეებს არა აქვთ უფლება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად იყვნენ არჩეული. ჩვენი აზრით, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონმდებლობას, საქართველოს კონსტიტუციას და დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს ამ კონკრეტულ მოსამართლეებს" - განუცხადა კოტე კუბლაშვილმა ჟურნალისტებს და განმარტა, რომ აღნიშნული შენიშვნის გათვალისწინებას პრინციპული მნიშვნელობა აქვს.

აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტს კოტე კუბლაშვილი სასტუმრო „რედისონში", მოსამართლეთა ასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე განიხილავს.

განსახილველ საკითხთა შორის არის სასამართლო სისტემაში განხორციელებული რეფორმებიც.

საკაონმდებლო ცვლილებათა პროექტის იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა.