მაია ფანჯიკიძე: მიუხედავად იმისა, რომ ხალხს სოციალური პრობლემები აქვს, სამართლიანობის აღდგენა უმთავრესია

მაია ფანჯიკიძე: მიუხედავად იმისა, რომ ხალხს სოციალური პრობლემები აქვს, სამართლიანობის აღდგენა უმთავრესია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ აშშ-ში ბოლო  შეხვედრები „ვაშინგტონ პოსტის“ რედაქციასა და მარშალის ფონდში გამართა. მარშალის ფონდში ფანჯიკიძემ შეკითხვებსაც უპასუხა.

მისი განცხადებით, თუ საქართველოში სამართლიანობის განცდას აღვადგენთ, ყველა სხვა პრობლემაც იოლად გადაიჭრება.

„თანაარსებობა,  თანაცხოვრება იმას არ ნიშნავს, რომ კრიმინალი გამოკვლეული არ იყოს,  მართლმსაჯულება დამოუკიდებელი არ იყოს და ქვეყანაში სამართლიანობა არ აღდგეს. მე მგონი, ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა გასული წლების განმავლობაში ეს იყო და სწორედ ამის გამო მოხდა, რომ საქართველოს მოსახლეობამ „ნაციონალური მოძრაობა“ გადაირჩია და „ქართული ოცნება“ აირჩია, რომელიც მოსახლეობას სამართლიანობის აღდგენას ჰპირდება. მიუხედავად იმისა, რომ ხალხს სოციალური პრობლემები აქვს, სამართლიანობის აღდგენა არის უმთავრესი. თუ საქართველოში სამართლიანობის განცდას აღვადგენთ, ყველა სხვა პრობლემაც იოლად გადაიჭრება“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.